„მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“?“ – გიორგი გახარია

ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება, გახარიამ უპასუხა: ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ.

„ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება“, – ამბობს პრემიერი.
ცნობისთვის, მედია სივრცეში გავრცელდა, რომ გახარია პრემიერის პოსტს ტოვებს.