„სამოციქულოს“ დამაარსებელი ადამიანური გულის ტკივილებით?

საქალაქო სასამართლოსთან, პროცესზე შესვლამდე გამართულ ბრიფინგზე „სამოციქულოს“ დამაარსებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ადამიანურად გული წყდება თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში. საინტერესოა, სად იყო მისი ადამიანური გულის ტკივილი როდესაც მევახშეობდა.

„მე მართლა გული მწყდება, კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანურად გული მწყდება თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში, ადამიანურად, როგორც ქართველი ვამბობ ამას, მისმა ამ დეგრადირებამ როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ. 2012 წლის ეს ამხელა ენთუზიაზმი, რომ რაღაც შეიცვლებოდა, ამხელა გეგმები, სად მივიდა ეს ყველაფერი. აქვს ამ ქვეყანას ამხელა რესურსი, რომ სულ ასე წრეზე ვიაროთ ? გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება. ქვეყანას სჭირდება რადიკალური ცვლილებები, ქვეყანას სისტემურად სჭირდება ქირურგიული ჩარევა და ქირურგიულ ჩარევაში ვგულისხმობ სისტემის დემონტაჟს ბიძინა ივანიშვილის თამადობით“, – აცხადებს ხაზარაძე.

ის ასევე გენერალური პროლურორის კანდიდატურად შოთაძის წარდგენაც შეაფასა.
„ამას შეიძლება დავარქვათ ბიძინა ივანიშვილის „კარუსელი“. ეს არის ზუსტად ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობებზე აბრუნებ ერთსა და იმავე ადამიანებს. გაიხსენეთ, ბოლო 7 წელიწადში, მგონი, 5 პრემიერ-მინისტრი გვყავდა. ვინმემ კითხვა დასვა გადასახადის გადამხდელთა ფული რომ იხარჯება, რა შედეგი მოაქვს ამ ხალხს? ამ ადამიანს ჰგონია, რომ თავისი კომპანიის დირექტორებს ცვლის და თავის აუდიტორებს. ასე არ არის! სახელმწიფო სხვანაირი სტრუქტურაა და ის სხვანაირად იმართება“,- განაცხადა წარუმატებელმა და ფულის მგლანგველმა ხაზარაძემ.