კანადა, ავღანეთი, დიდი ბრიტანეთი, შევედეთი და უკრაინა ირანისგან კომპენსაციას ელიან

უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, კანადა, ავღანეთი, დიდი ბრიტანეთი, შევედეთი და უკრაინა ირანისგან კომპენსაციას ელიან. ამის შესახებ ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

„უნდა ჩატარდეს გამჭვირვალე, სრული და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ირანმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ჩამოგდებულ თვითმფრინავზე და აღიაროს თავისი ვალდებულებები ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების წინაშე, მათ შორის, კომპენსაციის გადახდით“, – თქვა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ირანისგან კომპენსაციას იმ ვადაში ელიან, რასაც საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ირანის ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ ძიების ყველა ეტაპზე, რათა დაზარალებულმა ქვეყნებმა, დაღუპულთა ოჯახებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღონ პასუხი, რომლებსაც ისინი იმსახურებენ და დამნაშავეები დაისაჯონ“, – აცხადებს მინისტრი.