უკრაინის პრემიერ-მინისტრი გადადგა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი გადადგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.

“უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადადგომის წერილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა წარუდგინა. სახელმწიფოს მეთაური განიხილავს ამ განცხადებას. გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური მოგვიანებით განაცხადებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ქსელმა გაავრცელა აუდიოჩანაწერები მინისტრთა კაბინეტიდან, რომელშიც განიხილავენ პრეზიდენტის მოხსენებას ეკონომიკური კანონპროექტისა და გრივნის კურსს.
გონჩარუკი საუბრობს პრეზიდენტის “პრიმიტიული” წარმომადგენლობის შესახებ ეკონომიკაში და საკუთარ თავს “ეკონომიკაში უცოდინარს” უწოდებს.

სავარაუდოდ, ჩანაწერი გაკეთდა 16 დეკემბერს და შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გონჩარუკის გარდა, ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ ეკატერინა როჟხოვამ, ფინანსთა მინისტრმა ოქსანა მარკაროვამ და სხვებმა.