ავარიას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მომხდარ ავტოავარიას 18 წლის აჩი პერტენავა ემსხვერპლა.
გუშინ გამთენიისას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავდი სამი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რაც გამოწვეული იყო ავტომანქანის მოყინულ ზედაპირზე მოცურებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ საპატრულო პოლიციას ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

ექიმების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.