ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაწყო

სენატში აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. სენატორებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე ფიცი დადეს.
შეგახსენებთ, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განხილვის თემად მას შემდეგ დადგა, რაც მან უკრაინის პრეზიდენტს ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა. ცნობისთვის, წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი დაამტკიცა, ახლა ყველაფერი რესპუბლიკელების ხელთაა.