Louis Vuitton-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი აღმოაჩინა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი Louis Vuitton-მა შეიძინა. ამ ინფორმაციას New York Times-ი ფრანგული მოდის სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გაიღო კომპანიამ ძვირფასი ქვის შესაძენად, თუმცა ალმასის ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი მარსელ პრუვერი ვარაუდობს, რომ მისი ღირებულება 50 მლნ დოლარი უნდა ყოფილიყო.

„არავინ ელოდა, რომ აქცენტს მაღალი კლასის საიუველირო ნაკეთობებზე გავაკეთებდით. ვფიქრობ, რომ ეს ინდუსტრიას გამოაცოცხლებს“- აღნიშნავს Louis Vuitton-ის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ძვირფასი ქვა 1758 კარატიანი და ის 2019 წელს სამთომომპოვებელმა კომპანია Lucara Diamond-მა აღმოაჩინა. მას სახელად „სეველო“ ეწოდა, რაც „იშვიათ აღმოჩენას“ ნიშნავს.