შოთაძის შესაძლო დაბრუნება ივანიშვილის მხრიდან ცინიზმია – გიგი უგულავა

ცინიკოსების ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა შოთაძის შესაძლო დაბრუნებას ივანიშვილის მხრიდან ცინიზმს უწოდებს.

ივანიშვილისგან ეს გასაკვირი არაა, მას შემდეგ რაც მან საზოგადოება მოატყუა დასძინა უგულავამ.

„როგორც ჩანს, შოთაძეს უპირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას. მერე ზაზა თავაძე, რომელიც ასევე ივანიშვილის მონა-მორჩილი გახლავთ, დარჩა იქ და შესაბამისად, შოთაძე დაუბრუნდა თავის წიაღს.
შოთაძის კარიერა, ინტელექტუალური შესაძლებლობები, რეპუტაცია პროკურორის კი არა, ოპერმუშაკისასაც არ შეესაბამება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის ცინიკურ დამოკიდებულებას და აბუჩად აგდებას საზოგადოების, მერე უკვირთ რატომ მიდის მათი რეიტინგები ქვევით“, – აცხადებს სააკაშვილის ერთ-ერთი გოშიათაგანი.
უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებამდე კი უგულავამ საკუთარ „მამიდას მიხედოს“.