„აუცილებელია არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ გზა ავაშენოთ“ – ირაკლი ქარსელაძე

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
„მთავრობამ გადაწყვიტა კონკრეტული ხელშეკრულება გაუქმებულიყო. სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება ამ კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა. აუცილებელია არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ გზა ავაშენოთ. ჩვენ ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტი პრაქტიკულად გვაქვს, ტექნიკური დამუშავება მიმდინარეობს. ახლა იმაზეა საუბარი, სახელმწიფომ ასობით მილიონი ლარი უნდა დახარჯოს თუ არა იმ გზისთვის, რომლის პორტიც ჯერ არ აშენებულა და მომავალში გვაქვს იმედი, რომ აშენდება“, – ამბობს ქარსელაძე.
მან დასძინა, რომ ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიაზე მოსახლეობის გადაადგილებას პრობლემა არ ექმნება.