„რამდენად სანდოა ეს კვლევა, განსაზღვროს საზოგადოებამ“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, NDI-ს კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ კვლევაზე, რომელიც სულ რაღაც 30 პროცენტით ცდება ხოლმე რეალობას.
ამის დასამტკიცებლად მდინარაძემ მარტში ჩატარებული კვლევა დაასახელა.
„ისევ crrc-ის მიერ ჩატარებული კვლევები, რაც ტენდენციური მასთან მიმართებით ახალი არ არის. შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად, 2016 წლის მარტის კვლევა, სადაც „ქართულ ოცნებას” ჰქონდა 15 პროცენტი. მაშინ „ქართულმა ოცნებამ” აიღო 49 პროცენტი და თუ გამოვალთ შესაბამისი ლოგიკიდან, გამოდის, რომ დღევანდელი მონაცემით, 2020- ში 60 პროცენტზე მეტს აიღებს „ქართული ოცნება”. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ შეიძლება ნამდვილად ასე მოხდეს. სამწუხაროდ, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია ისევ ჯიუტად crrc-ის ატარებინებს კვლევებს.
რამდენად სანდოა ეს კვლევა, განსაზღვროს საზოგადოებამ. სერიოზულად ამ კვლევის დეტალებზე არ შეიძლება საუბარი. წარმოიდგინეთ რას უზამდნენ კალაძეს, მას რომ არ ჰქონდეს მაღალი რეიტინგი, წარმოიდგინეთ რას უზამდნენ „ქართულ ოცნებას”, რომ არ ჰქონდეს გაცილებით მაღალი რეიტინგი – „ნაციონალურ მოძრაობას” გადაიყვანდნენ პირველ ადგილზე. უბრალოდ, რეალურ რეიტინგებს ვერაფერს უხერხებენ“, – აცხადებს მდინარაძე.