პარტია არ მიიღებს „პუტინის მცდელობას გადაწეროს ისტორია“ – ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი

მეორე მსოფლიო ომის გარშემო უთანხმოებები პოლონეთსა და რუსეთს შორის გამწვავდა, ევროკომისიამ კი მხარი პოლონეთს დაუჭირა.
სიტუაციის გამწვავება პუტინის სიტყვებს მოჰყვა, რომელმაც პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან კავშირში დაადანაშაულა.
„ევროკომისია სრულად უარყოფს ნებისმიერ ცრუ პრეტენზიას, რომელიც მიმართულია მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯებისკენ ან პოლონეთის, როგორც დამნაშავე მხარის წარმოჩინებისკენ“, – აცხადებს ევროკომისარი ვერა ჟუროვა.
ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, მანფრედ ვებერმა, დასძინა, რომ პარტია არ მიიღებს „პუტინის მცდელობას გადაწეროს ისტორია“.
„ყველა გერმანელმა პოლიტიკოსმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაზე, თუმცა ყველა პოლიტიკოსმა ევროპაში თუ მის გარეთ უნდა ასევე აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა და არ ითამაშოს ისტორიით“,- აცხადებს ვებერი.