აშშ-ს დაფინანსებით შიდა ქართლის ადმინისტრაციულ საოკუპაციო ხაზთან სკოლა გაიხსნა

აშშ-მ შიდა ქართლის ადმინისტრაციულ საოკუპაციო ხაზთან სკოლის სარეაბილიტაციოდ 2.5 მლნ დოლარი გაიღო.
ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო აცხადებს. ცნობისთვის, ამ მხარეში ბავშვების განათლებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების თხოვნით აშშ-ს საქართველომ თხოვნით მიმართა.
“დღეიდან 200 მოსწავლე, რომელიც შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად ცხოვრობს, თბილ და კომფორტულ სკოლაში ივლის,”- აცხადებენ საელჩოში.
სკოლა 15 იანვარს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, ელიზაბეტ რუდმა გახსნა.