NDI-ს კვლევის თანახმად მოსახლეობა ყველაზე კარგად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს, ხოლო ყველაზე ცუდად პრეზიდენტის

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს.
კონკრეტულად, 31%-ს კალაძის საქმიანობა დადებითად მიაჩნია, 13%-ს ძალიან კარგად, 32% – საშუალოდ აფასებს, 16% – ცუდად, 6% – ძალიან ცუდად, ხოლო 1%-მა კითხვაზე არ უპასუხა.
პრემიერის რეიტინგი განსხვავებულია, მოსახლეობის 4% მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 17% – კარგად, 34% – საშუალოდ, 24% – ცუდად, 10% – ძალიან ცუდად, 10%-მა კითხვას არ უპასუხა.
არჩილ თალაკვაძის საქმიანობას 1% – ძალიან კარგად მიიჩნევს, 12% – კარგად, 30% – საშუალოდ, 25% – ცუდად, 11% – ძალიან ცუდად, 20%-მა კითხვას თავი აარიდა.
რას შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მოსახლეობის 1% მის საქმიანობას ძალიან კარგად მიიჩნევს, 8% მიიჩნევს კარგად, 31% საშუალოდ, 34% – ცუდად, 20% – ძალიან ცუდად, ხოლო 6%-მა კითხვას არ უპასუხა.