NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64%-ს ხელისუფლების საქმიანობა არ მოსწონს

NDI-ს კვლევის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების საქმიანობას ნეგატიურად აფასებენ. კერძოდ, 64% ნეგატიურადაა განწყობილი, 30% დადებითად, ხოლო 5%-მა პროცენტმა არ იცის კითხვაზე პასუხი.
ცნობისთვის, კვლელვა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საერთო ჯამში გამოიკითხა 2 180 ადამიანი, საშუალო ცდომილების ზღვარი კი 1,95-ია.