თურქეთმა “ვიკიპედიაზე” აკრძალვა მოხსნა

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თურქეთის ტერიტორიაზე იკრძალებოდა ინტერნეტ-ენციკლოპედიიის “ვიკიპედიის” გამოყენება.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული აკრძალვა არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს, ასევე არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.
თურქეთის ტერიტორიაზე “ვიკიპედია” დაბლოკილი 2017 წლის 20 აპრილიდან იყო.
აღნიშნული პლატფორმის გამოყენება ხელმისაწვდომი მას შემდეგ გახდება, რაც სასამართლო გადაწყვეტილებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს გადასცემს.