ლევან სურგულაძე თანამდებობას დღეს დატოვებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ლევან სურგულაძე დღეს დატოვებს. ირკვევა, რომ მისი მოვალეობის შემსრულებელი სამეთვალყურეო საბჭომ კვე შეარჩია. ის სურგულაძის ერთ-ერთი მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე იქნება.
ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება 31 იანვრამდე გაგრძელდება. ამ თანამდებობაზე ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდეა.
შეგახსენებთ, სურგულაძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს გასულ წელს განუცხადა. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ საბჭო მის გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად „სხვა გეგმები“ დაასახელა.

მსგავსი სტატიები