აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

„ბიბისი“ აცხადებს, რომ აშშ-მ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. ამერიკის მხრიდან კონტრაქტს ხელი ტრამპმა მოაწერა, ხოლო ჩინეთის მხრიდან ქვეყნის ვიცე-პრემიერმს.
პირველი პუნქტის თანახმად ჩინეთმა სულ ცოტა 200 მილიარდი დოლარის ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქცია უნდა შეიძინოს, ხოლო ამერიკა ამის სანაცვლოდ ჩინეთისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ტარიფს გაანახევრებს.
აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო გადასახადების უმეტესი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. ამ მიზეზით ბიზნეს ჯგუფები ქვეყნების წარმომადგენლებს კვლავ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ერთად ვასწორებთ წარსულის შეცდომებს და ეკონომიკური სამართლიანობისა და უსაფრთხოების მომავალს უზრუნველვყოფთ, უფრო მეტიც, ეს შეთანხმება ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობას,“ – თქვა ტრამპმა.
თავის მხრივ ჩინეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული.
„ჩინეთმა განავითარა ისეთი პოლიტიკური სისტემა და ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც მის ეროვნულ რეალობას ერგება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთსა და აშშ-ს ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. პირიქით, ჩვენს ქვეყნებს უამრავი საერთო კომერციული ინტერესები აქვთ,“ – აცხადებს ჩინეთის პრემიერი.