Burger King-ი პრინც ჰარის სამსახურს სთავაზობს

რამდენიმე დღის წინ პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ სურთ მაღალი რანგის სამეფო სტატუსი დატოვონ და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის იმუშაონ. ამასთან დაკავშირებით Burger King-მა, სწრაფი კვების მონარქმა პრინც ჰარის სამსახური შესთავაზა.

“ჰარი, ჩვენი სამეფო ოჯახი ნახევარ განაკვეთზე მუშაობას გთავაზობს”, – დაწერა ბურგერ კინგმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

მას ასევე არგენტინის ფილიალშიც ეხუმრნენ:

“ძვირფასო ჰერცოგო, თუ სამსახურს ეძებ, შენთვის ახალი გვირგვინი გვაქვს”,- წერია ესპანურად.
შეგახსნებთ, პრინცი ჰარისა და მისი მეუღლის გადაწყვეტილებას დედოფალმა მხარი დაუჭირა.