„დაე, სხვა ქვეყნებმა შექმნან ისეთი იარაღი, რუსეთს რომ აქვს“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწიური მიმართვის დროს გააჟღერა, რომ რუსეთი არ ემუქრება არავის და არ ესწრაფვის საკუთარი ნება დაამყაროს.

„ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვესწრაფით საკუთარი ნება დავამყაროთ [სხვა ქვეყნებზე]. ამავდროულად, შემიძლია ყველა დავარწმუნო: ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის გადაიდგა, იყო დროული და ეფექტური“ – აცხადებს პუტინი.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის შეიარაღებაზეც.
„პირველად, ჩვენ არავის ვეწევით. ჩვენ არავისთან დაწევა არ გვჭირდება. პირიქით, დაე, სხვა ქვეყნებმა შექმნან ისეთი იარაღი, რუსეთს რომ აქვს“,- თქვა პუტინმა.