ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წარმყვანებმა ტელევიზია დატოვეს და მოსახლეობას ბოდიში მოუხადეს

ირანში სახელმწიფო ტელევიზიის სამმა წამყვანმა ტელევიზია დატოვა. ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა საზოგადოების წინაშე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას ბოდიში მოუხადა 13 წლის განმავლობაშ მათი მოტყუების გამო.

„ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის დაჯერება, რომ ჩვენი ხალხი მოკლეს. მაპატიეთ, რომ ეს გვიან გავიგე. მაპატიეთ, რომ 13 წლის განმავლობაში გატყუებდით“, – დაწერა ტელეწამყვანმა „ინსტაგრამში“.

სამსახური ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლის ორმა წამყვანმაც დატოვა. „მადლობა, რომ დღემდე როგორც წამყვანს მიღებდით. მე არასდროს დავბრუნდები ტელევიზიაზე. მაპატიეთ“, – აღნიშნავს ზაჰრა ხათიმი.

„მადლობა ჩემი კარიერის განმავლობაში მხარდაჭერისთვის. რადიოსა და ტელევიზიაში 21-წლიანი მუშაობის შემდეგ, მე ვეღარ გავაგრძელებ მუშაობას მედიაში. მე არ შემიძლია“, – აღნიშნა მისმა კოლეგა საბა ბადიმ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება აღიარა.