„ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი გმირების ხსოვნა“, – ვლადიმერ პუტინი

წლიური მიმართვისას რუსეთის ლიდერმა, წლიური მიმართვის დროს განაცხადა, რომ საბჭოთა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში რუსეთს დღესაც შთააგონებს.

მან დასძინა, რომ რუსეთი აპირებს შექმნას ომთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რათა მსოფლიოს სიმართლე დაუმტკიცოს. ცნობისთვის, მისივე აღნიშვნით, ბოლო პრიოდებში ომთან დაკავშირებით არაერთი დეზიმფორმაცია გავრცელდა.

„ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი გმირების ხსოვნა“, – განაცხადა რუსეთის პირველმა პირმა. ასევე აღინიშნა, რომ დასავლეთი უგულებელყოფს რუსეთის მსხვერპლს მეორე მსოფლიო ომისას.

შეგახსენებთ, პუტინმა ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკრიტიკა დასავლეთი. მან ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა. ცნობისთვის, რეზოლუციაში წერია, რომ „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა“ მეორე მსოფლიო ომს საფუძველი ჩაუყარა. მოგვიანებით პუტინმა პოლონეთის ელჩიც გააკრიტიკა ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობისთვის და მას „ნაბიჭვარი, ანტისემიტი, ღორი“ უწოდა.