ჯარისთვის საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია დაჯარიმდა

2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებული პარტიის გამო თავდაცვის სამინისტრომ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია დააჯარიმა. ამის მიზეზი ექსპერტიზის პასუხები გახდა.

„ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ – 124 950 ლარი შეადგინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე აღინიშნა, რომ 2020 წლიდან ქართული ჯარი უკვე მარაგდება უმაღლესი ხარისხის გაუყინავი ხორცპროდუქტებით.