ასე თხოვს ბრიტანეთის პრინცი დისნეის სამსახურს მეუღლისთვის

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარის თქმას აპირებენ, რის შემდეგაც სამეფო ტიტულებისგან განსხვავებულ, ფინანსურად დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ.

გაცხადების გაკეთებიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პრინცი ჰარი ბობ იგერს (დისნეის ხელმძღვანელი) მეგან მარკლის დასაქმებას სთხოვს.

გაოცებას ვერ მალავს იგერი, მაგრამ, რა თქმა უნდა, თანხმდება პრიცნის შეთავაზებას. შესაძლოა უცნაური დამთხვევა არის, მაგრამ მალევე ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლიმ „დისნეისთან“ თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა.