ახალი სასწრაფო ავტომობილები თბილისს

დღეიდან თბილისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა სამედიცინო დახმარების ავტომანქანების პრეზენტაციაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

„ჩვენ არ ვჩერდებით წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის ყველანაირი პრობლემებს გარეშე. იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი ექვემდებარებოდა დედაქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა“, -აღნიშნა კალაძემ.