„მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე” – კახა კალაძე

2020 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე კალა კალაძემ განცხადება გააკეთა, რომელშიც საკუთარი მოადგილეები გააფრთხილა რომ მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ და მოახდინონ კორუფციის პრევენცია.

„მე მინდა გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებში, მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე. მაქსიმალური ყურადღება, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი არ ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია – ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდით დავუდგებით და არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო ამის მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება და მოთხოვნაც, რომ მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ პრევენცია იყოს და ყველანაირი პრობლემები ავიცილოთ თავიდან.” – აცხადებს თბილისის მერი.