„ლელოს“ სამოციქულოს წევრი ანრი ოხანაშვილს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა

თანამედროვე სამოციქულო პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც ანრი ოხანაშვილს გუშინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მისი თანაგუნდელია.

ხაზარაძე ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა დეტალი არ იცის, ამიტომ განცხადებას ჯერჯერობით არ გააკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თანამოაზრის უმსგავსო საქციელს ახსნას ვერ უძნების.

შეგახსენებთ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას ოხანაშვილს ზემოაღნიშნული რობაქიძე დაუპირისპირდა. „ლელოს“ წევრი სიტყვიერი შეურაცხყოფით არ დაკმაყოფილდა და ფიზიკურადაც დაუპირისპირდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამას კი შემდეგ დაემატა 151-ე მუხლი, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.
ცნობისთვის, უზნეობის ავტორი 2019 წელს ზესტაფონში მერობის კანდიდატი იყო.