სასოწარკვეთილი ხავსს ეჭიდება და „მიჰა“?

საქართველოს გაქცეული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმდენად სასოწარკვეთლ მდგომარეობაში აღმოჩნა, რომ ვერც კი ხვდება სიმართლე ირონიისგან როგორ გაარჩიოს.

„სასოწერკვეთილი ხავსს ეჭიდებოდაო“, „მიჰა“ კი რას ეჭიდება ეგ საკითხავია. გუშინ, მან მოახერხა და ქართველი საზოგადოების წინაშე მორიგი გასაოცარ-სამარცხვინო მიმართვით წარდგა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა, მივმართო სრულიად საიდუმლოდ; მართალი ხართ, გავრილოვის ღამე მე მოვაწყვე, გავრილოვი მე ჩამოვიყვანე, რა თქმა უნდა, ჩემი ძველი აგენტი და ძმაკაცია. ქუცნაშვილი ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ საიდუმლო წევრია. გახარია ჩემ ბრძანებებს ასრულებდა, როდესაც არბევდა მიტინგებს, მე დავავალე რა თქმა უნდა და ივანიშვილი ხომ ჯიბეში მიზის, რადგან 19 მილიარდი მაქვს და ივანიშვილს მხოლოდ ხუთი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტრამპთან და პუტინთან იყო კარგად მოლაპარაკებული. რა ვიცი ახლა, ძმებო, როგორ ვქნათ, თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად, თუ ჩამოგაკითხოთ მანდ და დავილაპარაკოთ, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში“, – თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/2464954333832307/?v=2464954333832307