პარლამენტის ყოფილ შენობაში შესაძლოა საპოლიციო ჰაბი აღარ განთავდეს

ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში შესაძლოა საპოლიციო ჰაბი აღარ განთავდეს.
ცნობისთვის, შენობა შსს-ს ნაცვლად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

„ინვენტარიზაცია დასრულდა და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციური დატვირთვის შესახებ,“ – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

შეგახსენებთ, წინა წლის იანვრიდან პარლამენტმა ქუთაისიდან კვლად თბილისში გადმოინაცვლა.