ირანის ხელისუფლებამ დააკავა ადამიანი, რომელიც უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფას იღებდა

„ბიბისი“ ავრცელებს, რომ ირანის ხელისუფლებამ დააკვა ადამიანი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის კადრი გადაიღო. უცნობია დაკავებულის ვინაობა.

ცნობისთვის, ირანელმა ჟურნალისტმა, რომელიც ლონდონში მუშაობს და რომელმაც გაასაჯაროვა კადრი, განაცხადა, რომ მისი წყარო უსაფრთხოა.

შეგახსენებთ, მხოლოდ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელშიც ჩანს თუ როგორ ეჯახება რაკეტა თვითმფრინავს, ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავი მათმა რაკეტამ იმსხვერპლა და ეს „ადამიანურ გადაცდომად“ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დააკავეს.