საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 5 კანდიდატი წარდგა

გუშინდელი მონაცემებით საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 5 კანდიდატი წარდგა.

გთავაზობთ კანდიდატების სიას:
• გრიგოლ გაგნიძე – „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი.
• რაულ გამისონია – „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი.
• სოფიო შენგელია – „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი.
• პაატა გაბელია – „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი.
• ფიქრია ზირაქაშვილი – შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი.
ცნობისთვის, კანდიდატთა წარდგენა 17 იანვრამდე გრძელდება, შემდეგ კი მათგან სამს შეარჩევენ. ცნობისთვის, არჩეულად ჩაითვლება ის, რომელიც საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მოიპოვებს.

არჩეული სამი კანდიდატი პარლამენტს წარედგინება. გენერალურ პროკურორს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

ცნობისთვის, ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს.