იაპონიაში სწრაფი კვების ობიექტში შქმერული გაიყიდება

დღეიდან იაპონიაში, სწრაფის კვების ობიექტში, რომელსაც მაცუია ჰქვია, შქმერული გაიყიდება. ამ ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ცნობისთვის, ყველა ფილიალში, რომელშიც ქართული კერძი გაიყიდება, გამოკრულია პოსტერი საქართველოს რუკითა და დროშით, ასევე პოსტერზე წერია მოკლე ისტორია საქართველოს შესახებ.