ხვალ, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი აღდგება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის გამო სწავლის პროცესის გადადების აუცილებლობა არ არის. ხვალ, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი გაგრძელდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენტაციებთ, სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოები არდადეგების დროს ჩაუტარდა.

„ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.