უბნები, რომლებსაც 15 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

15 იანვარს თბილისის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგიის მომარაგება შეუწყდება. მიზეზი „სხვადასხვა სამუშოები“ აღმოჩნდა.

გთავაზობთ უბნების სიას:
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – განაცხადა თელასმა