„ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პირველმა პირმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჟენევის ფორმატი უნდა „გაცოცხლდეს“.

მან დასძინა, რობლების ერთადერთი გადაჭრის გზა დიპლომატიაა.
„ტერიტორიები, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კონტროლის და ჩვენი ბერკეტების ქვეშ არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა, ეს არის დიპლომატიური გზა, კიდევ უფრო ეფექტური დიპლომატიური ქმედებების დაწყება. მე არაერთხელ ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ ჟენევის ფორმატი უნდა გავაცოცხლოთ, გავააქტიუროთ, ავწიოთ და დავუბრუნოთ მისი პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ორმხრივი დიპლომატიური კუთხით. ყველა ბერკეტი, რაც არსებობს მშვიდობიანი და დიპლომატიური კუთხით, უნდა იყოს გამოყენებული, ეს არის ჩვენი გზა,“- თქვა ზურაბიშვილმა.