რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელმა მკურნალობის გამო პროკურატურას ქვეყნის დატოვების მოთხოვნით მიმართა, ორგანომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილა. ეს განცხადება პროკურორმა დღევანდელ პროცესზე გააკეთა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ 19-30 იანვრის ჩათვლთ წერეთელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქვეყანა უნდა დატოვოს, რაზეც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა უპასუხა, რომ მას სხვა დღეებში სხვა პროცესები აქვს დანიშნული.
