„ხაზარაძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა“ – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ ოკუპაციის თემა დადგა და ეს ტრაგედია რომელიმე ქვეყანას შეექმნა, იქ ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარულის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ხაზარაძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ის ანტისახელმწიფოებრივად იქცევა და თავადაც ძალიან კარგად იცის ეს. ოკუპაციის თემა თუ დადგა და ეს ტრაგედია თუ რომელიმე ქვეყანას შეექმნა, იქ ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარულის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ხაზარაძემ ესეც კარგად იცის და ისიც, რომ რუსულ კომპანიას კორსორციუმის საქმიანობაში ჩართვას სთავაზობდა. მან კარგად იცის, რომ პოლიტიკურ ფარდას ამოეფარა მაშინ, როდესაც სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი და დღეს ცდილობს, რომ რაღაც სკანდალური თემები წამოწიოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ კონკრეტულმა ქვეყანამ აგრესია გადაწყვიტა, მას ამისთვის არ სჭირდება მოასფალტებული გზა. მამუკა ხაზარაძე რას მიედ-მოედოს და რომელ ხავსს ჩამოეკიდოს, აღარ იცის უკვე,”- ამბობს ვოლსკი.