ბრიტანეთის დედოფალი პრინცი ჰარისა და მისი მეუღლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ მხარი დაუჭირა პრონცი პარისა და ჰერცოგინია მეგანის გადაწყვეტილებას სამეფო პრივილეგიებზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
„ჩემი ოჯახი და მე სრულად ვუჭერთ მხარს ჰარისა და მეგანს ახალი ცხოვრების დაწყებაში. მიუხედავად იმისა, რომ გვერჩივნა, ისინი სამეფო ოჯახის სრულფასოვანი წევრები დარჩენილიყვნენ, ჩვენ პატივს ვცემთ და გვესმის მათი სურვილის, იცხოვრონ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებით”- განაცხადა დედოფალმა.

მან ასევე ისაუბრა „გარდამავალ პერიოდზე“, რომლის დროსაც მეგანი და ჰარი ფინანსურ დამოუკიდებლობასაც მოიპოვებენ.