ალასკაზე მაშველებმა მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც 23 დღე ყინვაში იყო

Euronews-ი აცხადებს, რომ ალასკაზე მაშველებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელიც 23 დღე ყინვაში იყო.

ირკვევა, რომ მამაკაცს, რაისონ სტილს, სახლი დაეწვა, ხანძარმა კი მისი ძაღლი იმსხვერპლა. ის ვერტმფრენმა აღმოაჩინა, მას თოვლზე განგაშის ნიშანი SOS ეწერა.
მან აღნიშნა, რომ გადარჩენაში კონსერვები დაეხმარა.