საქალაქო სასამართლოში მევახშე ხაზარაძისა და მისი თანამოაზრის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, მამუკა ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის პროცესი იმართება. მანამდე ხაზარაძემ სასამართლოს ეზოში ბრიფინგი გამართა და ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა.

მევახშე ხაზარაძე საკუთარ წარუმატებლობას სახელმწიფოს აბრალებს და აცხადებს, რომ ორგანომ არ გასცა 50 მლნ ლარზე გარატია და ამან პროექტი დააზარალა.
მან დასძინა, რომ მათ წინააღმდეგ მოწმეები არ არსებობსნ. ცნობისთვის, მათ ბრალს „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უკენებენ. რეალურად კი 8 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ ბრალი. სასამართლომ მათ სათითაო 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.