რაულ ხაჯიმბამ არ იცის იყრის თუ არა კენჭს მომავალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი ბრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მედიასთან აცხადებს, რომ მას ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას შემდეგ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს განცხადება მან ასლან ბარციცის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, მან თავის მხტივ აღნიშნა, რომ ხაჯიმბა მომავალ არჩევნებში კენჭს არ იყრის.
„მომავალში ვნახოთ როგორ მოვიქცევი. ახლა, ჯერჯერობით ამის დრო არ არის. ცხოვრება გვაჩვენებს“,- ამბობს ხაჯიმბა.