საქართველომ ოლიმპიურ თამაშებში ფიგურულ ციგურაობაში მედალი მოიპოვა

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა.
ოქროს მედალი საქართველომ ფიგურულ ციგურაობაში აიღო და ის საქართველოს ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ მოუტანა. ცნობისთვის,ორი დღით ადრე, მოკლე პროგრამაში მათმა წყვილმა 59.14 ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავეს.

ბერულავა-ბუტაევას ტანდემმა თავისუფალ პროგრამაში 98.15 ქულა დაიმსახურა. ჯამში მათ 157.29 ქულა დააგროვეს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

ცნობისთვის, მოციგურავეებმა სოლიდური უპირატესობით აჯობეს კანადელ, ამერიკელ, ჩინელ, უკრაინელ და გერმანელ კონკურენტებს.