ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტოვებს თანამდებობებს სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.
მან აღნიშნა, რომ ყველაფერი გააკეთა მოსახლეობაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად და ასევე გააგრძელებს ამაზე „ზრუნვას“.
ამ ფაქტს გამოეხმაურა ასევე ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარცაცი და აღნიშნა, რომ ხაჯიმბა გადადგა, რადგან „არ დაღვრილიყო სისხლი და შენარჩუნებულიყო სტაბილურობა ქვეყანაში“.