2020 წელს თბილისის 14 ბაგა-ბაღში დემონტაჟი იგეგმება

2020 წელს, საქართველოს დედაქალაქში 14 ბაგა-ბაღის დემონტაჟი იგეგმება. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, კერძოდ კი დიღმის მასივში, მე-19 საჯარო ბაღში, დემონტაჟი უკვე დაიწყო.

დემონტაჟი იგეგმება შემდეგ ბაღებში: #28; #47; #14; #125; #43; #84; #109; #6; #26; #13; #96; #50.

„ბაგა-ბაღების დემონტაჟის პროცესი მომდევნო წელშიც გადავა. მათ ნაცვლად აშენდება ახალი ბაღები. ბაღის შენობები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ არის შეფასებულოი როგორც ავარიული. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი დანგრევისა და მათ ნაცვლად ახალი ბაღების აშენების. აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან ახლომდებარე ბაღებსა ან ალტერნატიულ ფართებში. დემონტაჟის სამუშაოები ეტაპორივად დაიწყება. მზადდება დოკუმენტაცია და წლის მეორე ნახევარში დემონტაჟიც დაიწყება,“ – განაცხადა თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.