ტრამპი „ნიანგის ცრემლებს“ ღვრის – ირანის მთავრობის პრესსპიკერი

ირანის მთავროსბის პრესსპიკერმა დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ განცხადების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ მაშინ, როდესაც ტრამპი ირანელი ხალხის მდგომარეობის გამო მწუხარებას გამოხატავს, ის „ნიანგის ცრემლებს“ ღვრის. მან დასძინა, რომ ირანელ ხალხს ახსოვს გენერალ სოლეიმანის მკვლელობა.

„ირანის ლიდერებს – არ მოკლათ აქციის მონაწილეები. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით, ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გაკვირდებათ. რაც მთავარია, აშშ აკვირდება. ჩართეთ ინტერნეტი და მიეცით რეპორტიორებს საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ აზრი. შეწყვიტეთ, დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა!” – თქვა ტრამპმა სოციალურ ქსელში.