კურდღელა კვლავ წარმოსახვებში დაფრინავს

საქართველოს ექს-გაქცეული პრეზიდენტი კვლავ წარმოსახვებში დაფრინავს. მისი განცხადებით, ე.წ. რეჟიმის დასამხობად 20 ივნისის ღამეს ყველაზე ახლოს იყვნენ, თუმცა ეს არ გამოვიდა.

უკვე დაფარული არაა, რომ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობის დამკვიდრებაა. მისი ერთადერთი მიზანი ხელისუფლებაში დაბრუნება და სისხლიანი საქმეების გაგრძელებაა, ამ ყველაფერს კი ფსევდოპატრიოტიზმის ტყავში აკრავს. როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელიც მხოლოს სავარძლის გამო მზადაა ქვეყნის შიგნით ძმა-ძმას დაუპირისპირდეს და სისხლი დაიღვაროს. მას, რეალურად რომ აღელვებდეს ქვეყნის ბედი, ძალადობრივი ქმედებების მომხრე არ იქნებოდა და მოსახლეობას მშვიდობიანო პროტესტისკენ მოუწოდებდა.

კურდღელას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვინმეს შეთქმულება ჰქონდა. უბრალოდ, თავის თავს თვითონ ამხობდა ბიძინა ივანიშვილი”,- აცხადებს საქართველოს ისტორიის ლაქა, მიხეილ სააკაშვილი.