ავთანდილ წერეთელი პროკურატურას ქვეყნის დატოვების მოთხოვნით მიმართავს

ავთანდილ წერეთელი პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებასრთვით მიმართავს. მან განცხადება მოთხოვნით პროკურატურაში დღეს შეიტანა.

„მივმართეთ პროკურატურას. მოვითხოვეთ ნებართვა, რომ ავთანდილ წერეთელმა დატოვოს ქვეყანა 19 იანვრიდან – 30 იანვრის ჩათვლით. განცხადებას თან დავურთეთ სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი დოკუმენტები და ავიაბილეთები. გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება 2 დღეში იქნება ცნობილი“, – აცხადებს ბიზნესმენის ადვოკატი.