14 იანვრამდე ამინდი გაუარესდება

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში 14 იანვრამდე ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი.

ცნობისთვის, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა გამოიწვიოს.