ფილიპინებში ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაცია გამოხადდა

ფილიპინებში ვულკანი „ტაალი“ ამოიფრქვა. მან დიდი რაოდენობით ფერფლი წარმოქმნა, ამიტომ ხელისუფლებამ 8 000 ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ფერფლი დედაქალაქ მანილას სამხრეთით, 10-14 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა, ამიტომ მანილას საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისები დროებით გადაიდო.
ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი მოსახლეობას „ვულკანური ცუნამის“ საშიშროების შესახებ აფრთხილებს.

ცნობისთვის, „ტაალი“ ქვეყანაში აქტიურობით მეორე ვულკანია.