რომ ვერ ხედავს სადაზვერვო სამსახურების მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა – აშშ-ს თავდაცვის მინისტრი

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვერ ხედავს სადაზვერვო სამსახურების მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა.

„რაც პრეზიდენტმა განაცხადა, იყო ის, რომ, შესაძლოა, საელჩოების წინააღმდეგ დამატებითი თავდასხმები განხორციელებულიყო. მე ვიზიარებ ამ შეხედულებას, თუმცა პრეზიდენტს კონკრეტული მტიცებულება არ წარმოუდგენია. სადაზვერვო სამსახურების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას ოთხ საელჩოსთან დაკავშირებით ვერ ვხედავ, – აცხადებს ესპერი.