რაულ ხაჯიმბამ ნებაყოფლობით გადადგომის ბრძანებას ხელი მოაწერა

სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებას ხელი მოაწერა.

მომიტინგეებს ეს ინფორმაცია ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განუცადა. აქტივისტები ამ გადაწყვეტილებას მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მომავალი არჩევნები 22 მარტს ჩაინიშნა.